აჭარაში, გურიასა და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონებში საგზაო სამუშაოების 80-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

აჭარაში, გურიასა და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონებში საგზაო სამუშაოების 80-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა 80 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი აჭარაში, გურიასა და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონებში გზების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

სატენდერო განაცხადში დაკონკრეტებული არაა უშუალოდ რომელი გზების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ცხადდება აუქციონი.

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, სამეგრელოს და ზემო სვანეთის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები,”- ნათქვამია განაცხადში.

დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელი კომპანია ვალდებული იქნება საგზაო სამუშაოები ერთმანეთის პარალელურად, 5 სხვადასხვა ლოკაციაზე აწარმოოს. ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო პირობებში მითითებულია, რომ იმის მიუხედავად, რომ პროექტის სავარაუდო ღირებულება 80 მილიონი ლარია, უწყება არ იღებს ვალდებულებას ამ თანხის სრული მოცულობით ათვისება მოხდება.

“შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების
შესრულების ვადაში ხელშეკრულების ღირებულების სრულად დაკვეთის შესახებ,”- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა კომპანიამ სამუშაოები არანაკლებ 3 ბეტონის დამგები აპარატით, 7 ექსკავატორით, 6 სატკეპნით, 25 თვითმცლელით, ბეტონის საფრეზი 2 აპარატით, 3 ავტოამწითა და არანაკლებ 5 ავტოგრეიდერით უნდა აწარმოოს.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…